30/11/2022
13:25
პოლიტიკა
პარტია „გირჩის“ დეპუტატის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის სიყვარულის გარშემოა შექმნილი და განვითარებული, მისი რწმენით ყველა გამსჭვალულია და ასე იბრძვიან, ვინ უკეთესად და ვინ უარესად, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა საარჩევნო პერიოდია და ადამიანებს, ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანია აქვთ, შესაბამისად, ამ კონტექსტიდან გამომდინარე კეთდება ეს განცხადებები. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საქმეში ორივე მხარეს წარმატებებს ვუსურვებ. მიხეილ სააკაშვილის მიმართ სიყვარული „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრს აერთიანებს. ეს პარტია ამ იდეის, მიხეილ სააკაშვილის სიყვარულის გარშემოა შექმნილი და განვითარებული. ახლა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინ უფრო დაიცავს ან ვინ უფრო იბრძვის სააკაშვილის ინტერესების დასაცავად, არ ვიცი. მჯერა, რომ სააკაშვილის რწმენით ყველა გამსჭვალულია და ასე იბრძვიან. ვინ უკეთესად და ვინ უარესად, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ამ განცხადებით იაგო ხვიჩია ნიკა მელიას გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: “მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე ერთიანობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. რატომღაც, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრების ნაწილი კვლავაც განკერძოებულად ცდილობს ნაბიჯების გადადგმას, რაც არ ემსახურება არც საერთო მიზნის ირგვლივ კონსოლიდაციას და შესაბამისად - არც შედეგს”.
0
0