29/11/2023
11:37
პოლიტიკა
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია პოლიტსაბჭოს აფართოებს.
მისი თქმით, დღეს, 29 ნოემბერს, 16:00 საათზე გამოაცხადებენ, ვინ დაემატება პოლიტსაბჭოს. მან დაასახელა პირობა, რომ საბჭოში დაბრუნდებიან ის ადამიანები, რომლებიც მანიფესტს ხელს მოაწერენ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება, პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის შესაბამისად.
საზოგადოებას ექნება კონკრეტული ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც უერთდება მანიფესტს და იქნება ნაციონალური მოძრაობის საბჭოში.
მე კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო პოლიტიკური საბჭოს ყოფილ წევრებს, ვინც შეუერთდება მანიფესტს, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს ადამიანები იყვნენ ენმ-ში და წარმოადგინონ ნაციონალური მოძრაობა", - თქვა ხაბეიშვილმა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” 11-პუნქტიანი მანიფესტი: "რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე" გამოაქვეყნა, რომელიც პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას ასახავს.
მანიფეტს ხელი არ მოაწერა ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ, ამის შემდეგ ხაბეიშვილმა ერთ-ერთ ეთერში თქვა, რომ მელია “ნაციონალურ მოძრაობას” აღარ წარმოადგენდა.
0
0