
ამოიღოს ხმა აკა მორჩილაძემ და გააკეთოს კომენტარი გველესიანზე! როდეეემდე უნდა იყო ჩუმაააად აკაა?! - ასე ეხმიანება მუსიკოსი რეზო ბლიაძე ფეხბურთელ გიორგი გველესიანის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, მის მიმართ ოპოზიციის მიერ განხორციელებულ ბულინგს.
ბლიაძის თქმით, წნეხი იყო ყველა სფეროს წარმომადგენელზე, ხოლო, როდესაც თავად ამოიღო ხმა და ოპოზიციისთვის არასასურველი რამ თქვა, მასაც გადაუარეს. შესაბამისად, მუსიკოსი მიიჩნევს, რომ გველესიანის განცხადება სწორია, ვინაიდან, ნაკრების ფეხბურთელებმა ვერ გაუძლეს წნეხს, თან კანონები გააპროტესტეს და ამ ფონზე, მილიონებიც აიღეს.
„მარტო ფეხბურთელები?
აკა არ წნეხეს?
მუსიკოსები არ წნეხეს?
თორე ტ***ები არ დააბზეკინეს პარლამენტთან და მერე ჩუმჩუმად ბოდიშები არ იხადეს?
ზოგმა: ბავშვს ქონდა ტელეფონი და იმან დაწერა „ალა ლუსულ კანონსო”
ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა…
ასე იყო კი.
ზუსტად ასე!
ზუსტად ასე მირეკავდა „მთავარის” ჟურნალისტი, ხმა ამოიღე და თქვი ,,არა რუსულ კანონსო”
ბავშვები ქუჩაში დგანან, ოლე ოლას მღერიან და შენ რატომ ხარ ჩუმადო?
ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს….
საკუთარ თავზე რომ არ მქონდეს გადატანილი, რა ვირისშვილებიც ხართ, ალბათ ახლაც არაფერს ვიტყოდი…
მაგრამ დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან „ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს.
ა, ესაა სიმართლე,'' - წერს რეზო ბლიაძე Facebook-ზე.
გიორგი გველესიანმა „ჯეო თიმთან“ ინტერვიუში 2024 წლის მოვლენების შესახებ განაცხადა: „საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის - ყველა პოზასა და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი“. მან ასევე აღნიშნა: „ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა - „ჩვენი გზა არის ევროპაში“. მე შეკითხვა დავსვი, ვიცით, რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ“.
0
0