12/06/2023
12:39
პოლიტიკა
"ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" დაშლის და ქართული პოლიტიკიდან გაქრობის პროცესი მიდის.
როგორც ზარქუა განმარტავს, განახლებული "ნაციონალური მოძრაობის" უკან საერთაშორისო თაღლითობაში მხილებული კეზერაშვილი დგას.
"ჩემის აზრით "ნაციონალური მოძრაობაში" მიდის ლოგიკური პროცესი. ეს არის პარტიის გაქრობა პოლიტიკური რადარებიდან. ეს პარტია იდგა რაზე, ეს არ იყო ძალმომრეობა, შანტაჟი, მუქარა, ჩაშვება ერთმანეთის მიმართ და ახლა, ამ ყველაფრის საბოლოო გვირგვინი არის ჩემი ხაბე.
აქედან გამომდინარე, ამ პარტიას რა მომავალი უნდა ჰქონდეს, როდესაც მათ უკან "ნაციონალურ მოძრაობას" განახლებული დაარქვეს და უკან დგას მერაბიშვილი, კეზერაშვილი, რომელსაც ევროპამ მისტერ "ოფშორი" დაარქვა, იმიტომ, რომ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, ქართული ჯარი გაძარცვული ჰყავს და ამაზე მისჯილი აქვს. ზუსტად ის პროცესი მიმდინარეობს, რა პროცესსაც დიდი ხანია უკვე ვაკვირდებით, ეს არის დაშლა და პოლიტიკური რადარებიდან გაქრობა," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობა" თბილისში კონფერენციას მართავს. პარტიის წევრების განცხადებით, მთავარი თემა შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერებაა.
კონფერენციას არ ესწრება არც პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და არც მისი გუნდის წევრები.
0
0