-share.jpg)
ნაცები როცა არ იქნებიან, მე ჩემ თავს პოლიტიკაში ვეღარ ვხედავ... მათი დემონტაჟისთვის ჩამოვედი საქართელოში - ამის შესახებ, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა:
მე მიშაზე და ნაციონალურ მოძრაობაზე ლაპარაკს არ შევწყვეტ. როგორც კი ეგენი არ იქნებიან, მე ჩემ თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. სტრასბურგში მივატოვე ძლაიან კარგი სამსახური, დავდიოდი ჰიმალაის მთებში, აფრიკაში, მოვლილი მაქვს აზია და აფრიკა, ევროპა თავისთავად. მაგრამ როცა იმატა საქმეებმა, როგორიცაა ოჩიგავას საქმე, მოლაშვილის და ა.შ... მანამდე ჩიოდა, ჯაბა იოსელიანი და გურამ აბსნაძე. როგორც კი მოხდა დიდი ვარდების, დიდი რევოლუცია, იმატა საქმეებმა. ეს იყო ჯოჯოხეთი, რასაც ვკითხულობდი. მაშინ ვთქვი, რომ უნდა წავიდე. სანამ ამათი დემონტაჟი და ბოლომდე განადგურება არ მოხდება, - არ მრცხვენია ამ სიტყვების-, ვიდგები ერთ ჯარისკაცად და ვირტუალურ ხმალს ვიქნევ.
0
0