20/08/2023
21:57
მსოფლიო
დანიაში ვიზიტისას ქვეყნის პრემიერმინისტრ მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკის კითხვა NATO-ს წევრობის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობის შესახებ დაუსვეს.
"მზად ვართ, გავცვალოთ ბელგოროდი NATO-ს წევრობაში" - ხუმრობით უპასუხა ზელენსკიმ ჟურნალისტს.
ცნობისთვის, ბელგოროდი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის მოსაზღვრე ოლქია.
15 აგვისტოს NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგის აპარატის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა არ გამორიცხა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღება.
იენსენის განცხადებას იმავე დღეს უპასუხა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ. მისი თქმით, "საუბარი უკრაინული ტერიტორიების ნაწილის სანაცვლოდ უკრაინის NATO-ში შესვლაზე სრულიად მიუღებელია".
0
0
დღეს ალავერდობაა
28/09/2024