
დაზარალებულად ცნობილი პირი მთვრალი მთვრალი რენატა ბეგიაშვილი , ქმრისთვის დაზიანებები დანით მიეყენებინა, - ამის შესახებ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატმა თეონა გვაზავამ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, შალვა იაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.
„საბედნიეროდ, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია არა ერთი პირდაპირი მოწმე, მათ შორის, დაზარალებულად ცნობილი პირის მეჯვარე და მისი სხვა უახლოესი მეგობრები, რომელიც საგამოძიებო ორგანოს აწვდის ინფორმაციას, რომ შალვა იაშვილის მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის ძალადობას. პირიქით, დაზარალებულად ცნობილი პირი იმყოფებოდა ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ. პირველივე წუთებიდანვე შალვა იაშვილის მიმართ ავლენდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც შემდგომ გადაიზარდა ფიზიკურ კონფლიქტი მისი მხრიდან და ცდილობდა სხვადასხვაგვარი დაზიანების მიყენებას შალვა იაშვილისთვის. მათ შორის, დაზარალებული პირი არ მოერიდა ცივი იარაღის გამოყენებას და დანის მეშვეობით ცდილობდა შალვა იაშვილისთვის დაზიანების მიყენებას. აღნიშნული ნივთმტკიცება - დანა დაზიანებულ მდგომარეობაში ამოღებულია საგამოძიებო უწყების თანამშრომლობის მხრიდან“, - აცხადებს თეონა გვაზავა.
ცნობისთვის, რენატა ბეგიაშვილმა ყოფილი მეუღლე ძალადობაში სოციალური ქსელით რამდენიმე დღის წინ ამხილა. 38 წლის შალვა იაშვილი, რომელსაც ახალგაზრდა ქალი ფიზიკურ ძალადობაში ამხელს, დანაშაულს არ აღიარებს.
0
0