07/03/2022
18:29
პოლიტიკა
"მადლობა ყველას და თითოეულ თქვენთაგანს! თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, თუ როგორ უნდა იბრძოლო მშვიდობისთვის და საკუთარი სამშობლოს დაცვისთვის. მეამაყება რომ თქვენთან ერთად, ერთ მწყობრში ვდგავარ. გმირი მებრძოლები, გმირი ქალაქები – ეს ჩვენი რეალობაა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად რთულია ეს ჩვენთვის, ერთი რამ კი ცხადია, შერცხვენილები არ ვიქნებით". - წერს ზალუჟინი.
ზალუჟინმა აღნიშნა, რომ მტერი დემორალიზებული და გამოფიტულია. მისი გეგები ბლიცკრიგის შესახებ, ხელისუფლებისა და საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების შესახებ – ჩავარდა.
მიუხედავად ამისა, რუსული ჯარი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ზეწოლის ზრდას აგრძელებს და ამავდროულად, აგრძელებს კიევის ალყაში მოქცების მცდელობას.
"ჩვენი ქალაქების მედგარი მცველები – ჩერნიგოვის, ხარკოვის, ნიკოლაევის, სუმის, მარიუპოლის, – და ეროვნული წინააღმდეგობა, რომელიც მტერს წარმატების საშუალებას არ აძლებს. რამდენი კილომეტრითაც უნდა შემოიჭრას მტერი ჩვენი ტერიტორიების სიღრმეში, მის შენარჩუნებას ის ვერ შეძლებს. მოვუწოდებ ოკუპირებული რაიონების მცხოვრებთ შეუერთდნენ წინააღმდეგობის მოძრაობას. თქვენ გაქვთ იარაღი და მოტივაცია. დაიცავით მშობლიური სახლი!". - წერს ზალუჟინი.
0
0