
2024 წლის პირველ იანვარს ოფიციალრად შეწყვიტა არსებობა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ, რომელიც 30 წლის წინ, ეთნიკურმა სომხებმა, აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის ყოფილი საბჭოთა ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე “დააარსეს”, და რომელიც არც ერთ ქვეყანას არ ჰქონდა აღიარებული.
ამის შესახებ ბრძანებას ხელი სექტემბერში მოაწერა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უკანასკნელმა პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა საომარი ოპერაციის შედეგად კონტროლი დაამყარა რეგიონის მთელ ტერიტორიაზე.
ბრძანება მოიცავს მითითებებს "ყველა სახელმწიფო უწყებისა და ორგანიზაციის" დაშლაზე. "მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა (არცახი) წყვეტს არსებობას" - ნათქვამია ტექსტში.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ დაწყებულ შეიარაღებულ შეტევას, უკვე მეორე დღეს, სომხური ფორმირებების მხრიდან ფაქტობრივად კაპიტულაცია მოჰყვა. რეგიონის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი - 100 ათას ადამიანზე მეტი - გაემგზავრა სომხეთში, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების შიშით. აზერბაიჯანმა კონტროლი დაამყარა მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე. ამასთან, რეგიონში კვლავინდებურად განთავსებულია რუსეთის სამხედრო დანაყოფები.
რადიო თავისუფლება
0
0