-share.jpg)
მთელმა ევროპამ და მსოფლიომ გაიგეს, როგორი თაღლითური გზით ძარცვავდა პენსიონრებს კეზერაშვილი, ცხადია, მის დაქირავებულ ლობისტებს არავინ შეხვდებოდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის ჯგუფის წარმომადგენლები შეხვედრების ორგანიზებას ცდილობდნენ, მათ შორის აშშ-ის სენატისა და კონგრესის წევრების თანამშრომლებთან და მათ კონგრესმენები არ შეხვდნენ.
„ცხადია, რატომ არ ისურვეს შეხვედრა. „ფორმულა“ ვისია, ვინაა ამ ტელევიზიის მფლობელი – კეზერაშვილი. ვიცით, რით არის კეზერაშვილი მთელი ცხოვრება დაკავებული, რას წარმოადგენს, რა რეპუტაცია აქვს. საზოგადოებამ, მთელმა ევროპამ და მსოფლიომ გაიგო, ბოლო წლების განმავლობაში რას აკეთებდა, როგორი თაღლითური გზით ძარცვავდა პენსიონრებს. შესაბამისად, ცხადია, არავინ შეხვდებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
0
0