
ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში განვითარებული სტიქიის გამო ჩარჩენილი კერძო სკოლა "რეცას" 60-მდე მოსწავლისა და მასწავლებელის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
როგორც სააგენტოს ერთ-ერთი მოსწავლის ბებიამ განუცხადა, ახლა მოსწავლეები და მასწავლებლები ონში იმყოფებიან.
"დღეს 6 საათზე ჩამოიყვანეს ონში. დახვედრია მთელი მისახლეობა. დაგვაპურესო და ონიდან მოდიან უკვე რუსთავისკენ. მშობელი ჩასულა და მარშუტკებიც გამოუყვიათ. კარგად უვნებლად არიან",- განუცხადა "ინფო რუსთავს".
შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ექვსი პირის ცხედარია ნაპოვნი. ამ ეტაპზე, სტიქიის ზონაში მყოფი 210-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.
0
0