
"მთელი აპარატი ჩართული ვართ ლაზარე გრიგორიადისის ყველა უფლების დაცვაში" - ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საუბრობს.
"ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით გავაჟღერეთ. სახალხო დამცველის, ჩვენი წარმომადგენელი მივიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, გაეცნო მისი განთავსების პირობებს. ჩვენ ვაგრძელებთ ამ საქმეზე მონიტორინგს ჩვენი მანდატის ფარლებში, რაც დაკავშირებულია მისი საპროცესო უფლებების და სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის საკითხი. ბრალდების საკითხში არ შევალ - ეს სცდება ამ შემთხვევაში ჩემს მანდატს, მაგრამ ნამდვილად, რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ჩვენ, მთელი აპარატი, ჩართული ვართ მისი ყველა უფლების დაცვაში, რაც ამ შემთხვევაში უკავშირდება მის დაკავებას, მის აქციაზე ყოფნას, მის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნას და ა.შ." - განაცხადა იოსელიანი.
0
0