მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა პარლამენტში დღესაც გრძელდება.
გაწერილი პროცედურების მიხედვით, დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივად მოუსმენენ, 8 თებერვალს კი - ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“.
8 თებერვალს ჩანიშნულია პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების საფუძველზე, ნდობის გამოცხადების საკითხს პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახავს.
8 თებერვალს კი რეგლამენტით დადგენილი წესით დეპუტატები ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ და კენჭს უყრიიან.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე „ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი კობახიძე წარადგინა. მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხო. ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. მთავრობის შემადგენლობა, პარლამენტის ბიუროს სამთავრობო პროგრამასთან ერთად 2 თებერვალს წარედგინა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის თქმით, 8-9 თებერვალს გახდება ცნობილი, რა საკადრო ცვლილებები იქნება მთავრობის ადმინისტრაციაში. მას ჰკითხეს, ხომ არ შეცვლის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
"8-ში, 9-ში უკვე დაზუსტებით გაგაცნობთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რა საკადრო ცვლილებები განხორციელდება უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციაში“, – აღნიშნა კობახიძემ.
კითხვაზე, "შეეხება თუ არა, ცვლილება მთავრობის სტრატკომსაც?", პრემიერობის კანდიდატი პასუხობს - "შეიძლება, შეეხოს, კი, მაგრამ 8-ში, 9-ში, ამ რამდენიმე დღეში გაგაცნობთ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით“. - თქვა კობახიძემ.
0
0
"მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს
16/07/2025