20/11/2022
15:33
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცა მიმდინარეობს.
მასში, ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრები, მხარდამჭერები, მედიკოსები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ექსპრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილმა კლინიკაში 40 კილოგრამი დაიკლო, აქვს სიცხე, სისუსტე და ფეხზე ვერ დგება.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მადლიერია, თუმცა, ფიქრობს, რომ სააკაშვილის სრული გამოჯანმრთელებისთვის საზღვარგარეთ მისი გადაყვანაა აუცილებელი.
ის ასევე სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე გავრცელებული ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის ამის შესახებ დაზუსტებით არაფერია ცნობილი. ამასთან, გიული ალასანია აცხადებს, რომ ტოქსიკოლოგის დასკვნას ელოდებიან.
“ცოტა ხანში ვიხილავთ ექსპერტულ დასკვნებს, დავრწმუნდებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მთელი რიგი დაავადებების მიმართულებით არის უმძიმესი”, ამის შესახებ კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
როგორც მელიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოება ცოტა ხანში შესაბამის ექსპერტულ დასკვნებს იხილავს და დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მთელი რიგი დაავადებების მიმართულებით არის უმძიმესი.
„ამას არ უნდა არც ბჭობა, არც მსჯელობა, ანგარიშის გასწორებაა ივანიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილისადმი, ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე და ეს ადამიანი საჭიროებს შველას, მისი სიცოცხლე არის საფრთხეში.
დააკვირდით, თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც საერთოდ ვეღარ უარყოფენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, რადგან ეს ადამიანი ნამდვილად არის მძიმე მდგომარეობაში „ქართული ოცნების“ არაადამიანური მოპყრობის გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ გლდანის ციხეში“,-განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, არსებობს ექსპერტული დასკვნები, სადაც ნათლად წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
0
0