13/12/2024
10:41
საზოგადოება
“მთავარს” ურევს სააკაშვილი, ოქუაშვილს იყენებს. ეს იცის მთავარის ყველა ჟურნალისტმა.
საკააშვილი რომ შუაში არ იყოს და ბიძინაზე ეჭვი ჰქონდეს, დაწერდა 67 პოსტს და ოქუაშვილს ამოთხვრიდა ტალახში. - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მაგრამ მან "დამფუძნებლებს შორის კამათისგან" თავი შორს დაიჭირა. სააკაშვილია მთავარ არხთან შუაში და არა ბიძინა.
აკეთებს იგივეს, რაც თავის დროზე გვარამიას ხელით ტაბულა ტვ-ს გაუკეთა.
უბრალოდ, ყალბი მონოლოგები ქართული მედიის ტრეიდმარკია - ისინი ხომ მაყურებელს ბრიყვად თვლიან." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორმა გიორგი გაბუნიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ გოგი ქურდაძე ზაზა ოქუაშვილის დავალებით ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე.
0
0