„მთავარია გჯეროდეთ თქვენი ოცნებების“ – ამის შესახებ სოფი ლორენის ქართველი სარძლო, მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში წერს და 2019 წელს ჩაწერილი ინტერვიუდან ქართველი მოდელის, მატილდა გვარლიანის „სქრინს“ ავრცელებს.
საქმე იმაშია, რომ 2019 წელს, როდესაც მატილდა გვარლიანი 15 წლის გახლდათ და სულ ახალი გამოჩენილი იყო ქართულ სამოდელო სივრცეში, მაშინ გოგონა სწორედ Victoria’s Secret-ის შოუზე, მის გავლენასა და მონაწილეობის სურვილზე საუბრობდა.
ფოტოზე, კი რომელსაც მარიამ შარმანაშვილი ავრცელებს ერთ-ერთი სოციალური ქსელის მომხმარებლის კომენტარია, სადაც აღნიშნულია, რომ Victoria’s Secret-ის შოუში მონაწილეობაზე მატილდას არც კი უნდა ეოცნება:
„მთავარია გჯეროდეთ თქვენი ოცნებების“ – წერს მარიამ შარმანაშვილი.
ცნობისთვის, მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც Victoria’s secret-ის შოუში მიიღო მონაწილეობა.
0
0