
მთავარი არის შემდეგი - რას იზამს ბიძინა ივანიშვილი, ისევ დაემალება საზოგადოებას თუ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას გამოავლენს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„როდესაც ადამიანი მართალი ხარ, მარტივია - ამ შემთხვევაში გიორგი გახარია სამართლებრივად, პოლიტიკურად და ადამიანურადაც მართალია, მაგრამ ვინც მართალი არ არის, ის ჭორაობს და იმალება ხოლმე. ამიტომ ძალიან ლოგიკური იყო გიორგი გახარიას მიმართვა თუ მოწოდება ბიძინა ივანიშვილისადმი, რომ თუკი ასეთ ბრალდებებს მიყენებ, საჯაროდ თუ არასაჯაროდ ვისაუბროთ ამაზე“, -აღნიშნა ბუჩუკურმა.
გიორგი გახარიას მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის აბსურდული განცხადებაა. ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას წარსულ საქმიანობას და 2021 წლის არჩევნებზე განცდილ მარცხს ახსენებს და ურჩევს, რომ დებატები ჯერ მოვალეებთან გამართოს.
0
0