
სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე სასამართლოს 5 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა.
დღევანდელ სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც:
“რენატა ბეგიაშვილისგან მონაყოლი ვიცი, რომ რამდენჯერმე გააუპატიურეს და აქედან გამომდინარე ფიქრობს, რომ ყველა კაცი უნდა გაანადგუროს. ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე რაღაცას გეგმავს. ანუ მსხვერპლი ვარ მე”, - განაცხადა მან.
იაშვილი პოლიციამ 25 აპრილს დააკავა.
პროკურატურამ მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
0
0