
„მსურველთა კოალიციის“ წევრები მოუწოდებენ რუსეთს, უკრაინის სამოქალაქო მოსახლოებაზე თავდასხმები შეწყვიტოს და აიღოს ცეცხლის სრულად და უპირობოდ შეყვეტის ვალდებულება, რათა გაიმართოს მოლაპარაკებები მდგრადი მშვიდობის შესახებ. ისინი ასევე ადასტურებენ, რომ 2025 წელს უკრაინას 40 მილიარდი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარებას გამოუყოფენ.
„გავიდა ოთხი თვე მას შემდეგ, რაც უკრაინა დათანხმდა სრულ და უპირობო ცეცხლის შეწუვეტას. ამ ხნის განმავლობაში რუსეთმა გააძლიერაა თავდასხმები უკრაინის მოსახლოებაზე, მოკლა 700 ადამიანზე მეტი და დაჭრა 3500-ზე მეტი და ეს გააკეთა უკრაინაში შეჭრიდან ყველაზე ინტენსიური საჰარეო თავდასხმებით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „მსურველთა კოალიციის“ წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.
ლიდერებმა დადებითად შეაფასეს დონლად ტრამპის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ომის შეჩერებისკენ და ხაზი გაუსვეს, რომ აშშ პირველად შეუერთდა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას, რომელიც დღეს ვირტუალურ ფორმატში გაიმართა.
„ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, გაააქტიურონ რუსეთის სამხედრო ეკონომიკის საწინააღმდეგო ქმედებები. ისინი შეთანხმდნენ, შეიმუშავონ დამატებითი შემზღუდავი ზომები რუსეთის ენერგეტიკული და ფინანსური სექტორების წინააღდმეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრის შემდეგ გამოცხადდა, რომ „მსურველთა კოალიციის“ შტაბ-ბინა იქნება პარიზში, ერთი წლის შემდეგ მისი გადატანა იგეგმება ლონდონში, ასევე საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება კიევში.
ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას, რომელიც უკრაინაში ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფისკენაა მიმართული, პირველად დაესწრნენ აშშ-ის წარმომადგენლები.
„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას ესწრებოდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და სხვა ლიდერები შეხვედრას ონლაინრეჟიმში რომიდან შეუერთდნენ, სადაც უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენცია მიმდინარეობს.
შეხვედრას პირველად შეუერთდნენ შეერთებული შტატების წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგი, სენატორი ლინდსი გრეჰემი და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი.
ეს ლიდერების დონეზე „მსურველთა კოალიციის“ უკვე მეექვსე შეხვედრაა.
0
0