ინტერნეტმონაცემთა ბაზა Numbeo-ს თანახმად, უახლესი მონაცემებით, შვეიცარიის უდიდესი ქალქი ჟენევა საცხოვრებლად მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია. მეორე ადგილს ციურიხი, ხოლო მესამეს - ნიუ-იორკი - იკავებს. აღსანიშნავია, რომ ლონდონი ტოპ 10-ში არ მოხვდა და ქალაქმა მე-13 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება გაერთიანებული სამეფოს სხვა ქალაქებს, ედინბურგი რეიტინგში 30-ე, მანჩესტერი და გლაზგო კი - 53-ე და 54-ე ადგილზეა.
აშშ-ის რამდენიმე ქალაქი ტოპ-ათეულის ჩამონათვალში მოხვდა.
ინტერნეტმონაცემთა ბაზის კომპანიამ ისეთი ფაქტორები შეისწავლა, როგორებიცაა სასურსათო პროდუქტების ღირებულება, რესტორნებში ვახშმობის, ასევე ქირის ხარჯები და ადგილობრივი ვალუტის კურსის ცვალებადობის გავლენა მოსახლეობაზე.
მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული ქალაქის რეიტინგი:
1. ჟენევა
2. ციურიხი
3. ნიუ-იორკი
4. სან ფრანცისკო
5. ბოსტონი
6. რეიკიავიკი
7. ვაშინგტონი
8. სიეტლი
9. ლოს-ანჯელესი
10. ჩიკაგო
0
0