საკრუიზო გემი MV World Odyssey ,,მცურავი” საუნივერსიტეტო კამპუსით კენიის ზღვისპირა ქალაქ მომბასაში დადგა. ბაკალავრიატის სტუდენტებს, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და აკადემიური წლის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, რომ 1 სემესტრის განმავლობაში ზღვაზე ისწავლონ. კრუიზის ფარგლებში, სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებში მათ ისტორიასა და კულტურას გაეცნობიან.
„გემზე 763 მგზავრი, მათგან 585 სტუდენტი, იმყოფება, რომლებიც, საგანმანათლებლო ტურების ფარგლებში, უნივერსიტეტებს ეწვევიან, ქალაქის მასშტაბით ექსკურსიებს მოაწყობენ და ველური ბუნების სხვადასხვა პარკს მოინახულებენ“, - განაცხადა X-ზე კენიის პორტების ადმინისტრაციამ.
უნივერსიტეტი ასევე მასპინძლობს 30 წელს გადაცილებულ „მუდმივად სწავლის მოყვარულ მოსწავლეებს“ და ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს.
უნივერსიტეტი, რომელსაც ხშირად "მსოფლიოს ყველაზე დიდ მცურავ კამპუსად" მოიხსენიებენ, 2022 წლიდან კენიას ყოველწლიურად სტუმრობს.
0
0