14/07/2023
17:26
მსოფლიო
საკრუიზო გემმა Icon of the Seas-მა, რომელიც „ტიტანიკს“ სიდიდით ხუთჯერ აღემატება, დაასრულა გამოცდა და მზად არის თავისი პირველი ტურის დასაწყებად. ის 2024 წლის იანვარში გაიმართება.
ეს არის ყველაზე დიდი სამგზავრო გემი ისტორიაში: 20 გემბანით, 7600 მგზავრის ტევადობით (დაახლოებით 10000 ადამიანი ეკიპაჟთან ერთად).
საკრუიზო გემზე იქნება ყველა შესაძლო და შეუძლებელი გასართობი: წყლის პარკი, საოჯახო დასასვენებელი ადგილები, საცურაო აუზები, რესტორნები, ბარები, მზის აბაზანების ადგილი, ყინულის არენა, კაზინო და მრავალი სხვა. ასევე არის ცალკე წყლის თეატრი, სადაც 16 მეტრიანი ჩანჩქერის ფონზე აკრობატების და მყვინთავების მონაწილეობით შოუები გაიმართება.
ტურის ღირებულება იწყება 2600 ევროდან ერთ ადამიანზე, მაგრამ ყველაზე იაფი ტურები აღარ იყიდება - ისინი პირველ დღეებში გაიყიდა.
0
0