მთელ მსოფლიოში, მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სიმსუქნით, - წერს BBC სამეცნიერო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ გლობალურ კვლევაზე დაყრდნობით.
მონაცემების თანახმად, სიმსუქნე დაახლოებით 880 მილიონ ზრდასრულსა და 160 მილიონამდე ბავშვს აწუხებს.
კვლევაზე მომუშავე მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფში აცხადებენ, რომ არსებობს მნიშვნელოვანი ცვლილებების დაწყების გადაუდებელი აუცილებლობა, რათა მსოფლიოში სიმსუქნის პრობლემა შემსუბუქდეს.
მკვლევარები აცხადებენ, რომ სიმსუქნე განსაკუთრებით გავრცელებულია იმ ქვეყნებსა და დასახლებებში, სადაც აწარმოებენ აგრესიულ მარკეტინგულ კამპანიას არაჯანსაღი საკვების პოპულარიზაციისთვის და ჯანსაღ საკვებზე წვდომის პრობლემაა.
ამავე კვლევის თანახმად, 1990-დან 2022 წლამდე შუალედში, გლობალურად, ბავშვებსა და ზრდასრულებში, სიმსუქნის მაჩვენებელი 4-ჯერაა გაზრდილი.
20 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში (ქალები) სიმსუქნის გავრცელება:
ტონგა - მოსახლეობის 81%
ამერიკის სამოა - მოსახლეობის 81%
სამოა - მოსახლეობის 75%
ტოკელაუ - მოსახლეობის 75%
ტუვალუ - მოსახლეობის 73%
კუკის კუნძულები - მოსახლეობის 73%
ნაურუ - მოსახლეობის 73%
ნიუე - მოსახლეობის 71%
ეგვიპტე - მოსახლეობის 59%
მიკრონეზია - მოსახლეობის 57%
20 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში (კაცები) სიმსუქნის გავრცელება:
ამერიკის სამოა - მოსახლეობის 70%
ნაურუ - მოსახლეობის 70%
ტოკელაუ - მოსახლეობის 67%
კუკის კუნძულები - მოსახლეობის 66%
ნიუე - მოსახლეობის 64%
ტონგა - მოსახლეობის 63%
ტუვალუ - მოსახლეობის 58%
სამოა - მოსახლეობის 53%
საფრანგეთის პოლინეზია - მოსახლეობის 47%
აშშ - მოსახლეობის 42%
სიმსუქნე ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი დაგროვებაა. სიმსუქნე ზრდისგულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ჰიპერტროფიის, ჰიპერლიპიდემიის, ბრონქული ასთმისა და II ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.
0
0