09/03/2026
14:14

„მსოფლიოში არცერთი მთავრობა თუ მეფე არ ერთვება ომში როტშილდების ოჯახის მხარდაჭერის გარეშე, — დაიკვეხნა თავისი ოჯახის გავლენით ჰანა როტშილდმა CNBC -თან ინტერვიუში.
„აქ არის კავშირი მემკვიდრეობასთან — მისი მთავარი ძალა ის იყო, რომ თავისი ხუთი ვაჟი იმ დროის ევროპის დედაქალაქებში გაგზავნა. მათ, არსებითად, შექმნეს პირველი საერთაშორისო საბანკო სისტემა. მაშინ, როცა ადრე ყველა სხვადასხვა ქვეყანაში ან სხვადასხვა ქალაქში ცალ-ცალკე მუშაობდა, ეს ხუთი ბიჭი ერთმანეთთან ურთიერთობდა, ზოგჯერ მტრედების მეშვეობითაც კი, და ისინი ერთმანეთს წერდნენ იუდენდოიჩზე, რომელიც იდიშ-გერმანული დიალექტის ნაირსახეობა იყო. სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი ასეთი წარმატებულები.
და ეს აბსოლუტური რწმენა ერთიანობისა: თქვენ უნდა იყოთ ერთად, უნდა იმუშაოთ ერთად, უნდა იმუშაოთ საზღვრებს მიღმა, უნდა იმუშაოთ წესების მიხედვით. 1789 წლისთვის, როდესაც უკანასკნელი მათგანი წავიდა, და 1815 წლამდე, ანუ ძალიან, ძალიან მოკლე დროში, ამბობდნენ, რომ არცერთი მთავრობა თუ მეფე ომის დაწყების შესაძლებლობასაც კი არ განიხილავდა როტშილდების მხარდაჭერის გარეშე — აი, ასეთი წარმოუდგენლად გავლენიანები იყვნენ ისინი“.- განაცხადა ჰანა როტშილდმა.
0
0