03/05/2023
14:11
საზოგადოება
„საქართველოში მედია ლანდშაფტი მრავალფეროვანი და, ამავდროულად, პოლიტიკურად ძალიან პოლარიზებულია.
მანიპულაცია, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდ არის გავრცელებული მედიაში, განსაკუთრებით, სატელევიზიო სივრცეში, რომელიც ინფორმაციის მთავარი წყაროა,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოაქვეყნა.
2023 წლის მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ 2020 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანა „ახალ და მწვავე პოლიტიკურ კრიზისს“ განიცდის ისეთ გარემოში, რომელიც ხელს უწყობს „მდგრად კონკურენციას“ შიდა სატელევიზიო ქსელების კონტროლის მიზნით.
არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესაბამისად, 2023 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 77-ე ადგილზეა (61,69 ქულით).
2022 წლის ამავე ინდექსში საქართველო 89-ე პოზიციაზე იყო 59,3 ქულით.
0
0