
უელსის პრინცმა უილიამმა, მონაკოში გამართულ ლურჯი ეკონომიკისა და ფინანსების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიო ოკეანეების ოკეანეების სიცოცხლისუნარიანობა „ჩვენს თვალწინ მცირდება“ და მსოფლიოს საზღვაო ეკოსისტემების აღდგენის გადაწყვეტილებების მოძებნისკენ მოუწოდა.
,,ყველა პასუხისმგებელია ცვლილებებზე - როგორც ნეგატიურზე, ასევე დადებითზე. ის, რაც ოდესღაც უხვად გვეჩვენებოდა, ჩვენს თვალწინ მცირდება. ყველამ შეიძლება განიცადოს ეს ზემოქმედება. ეს გამოწვევა არ ჰგავს არცერთ გამოწვევას. ამ კრიზისის მასშტაბები, სიჩქარე და გავლენა მოითხოვს გლობალური თანამშრომლობისა და მდგრადობის უპრეცედენტო დონეს. თუმცა მე ოპტიმისტად ვრჩები. მჯერა, რომ სასწრაფო მოქმედებას და ოპტიმიზმს აქვს ძალა, გადაიდგას ის ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა ისტორიის მიმდინარეობის შესაცვლელად, ჩვენი პლანეტის მომავლისა და მომავალი თაობების გადასარჩენად. თუ ჩვენ გადავარჩენთ ზღვას, გადავარჩენთ სამყაროს,’’ - განაცხადა უელსის პრინცმა.
0
0