
მშვიდობიანი წინააღმდეგობა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოში ცვლილების მსურველ ყველა ადამიანს აქვს, ეს ბრძოლა მშვიდობიან სტრატეგიას და მეთოდებს ითვალისწინებს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რეჟიმი ყველანაირად ცდილობს ძირი გამოუთხაროს პროტესტსა და წინააღმდეგობას.
„მშვიდობიანი წინააღმდეგობა არის ის მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოში ცვლილების მსურველ ყველა ადამიანს აქვს. ჩვენ უკვე დიდი ხანია, ამ წინააღმდეგობაში ვართ, უნდა ვიბრძოლოთ ყველგან, სადაც არსებობს ამ ბრძოლის რესურსი და სადაც ვნახავთ, რომ „ქართული ოცნების“ დასუსტებას მოვახერხებთ. საბოლოოდ კი ამ არალეგიტიმური ძალის ჩანაცვლებას ევროპული, კოალიციური მმართველობით მოვახერხებთ. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ეს ბრძოლა ითვალისწინებს მშვიდობიან მეთოდებს და მშვიდობიან სტრატეგიას. ეს ბრძოლა აღმოჩნდა იმაზე უფრო გრძელვადიანი, ვიდრე ზოგიერთს ეგონა, მაგრამ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ რეჟიმი ყველანაირად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ამ პროტესტს და წინააღმდეგობას. ჩვენც გვმართებს მეტი მობილიზება, მეტი შემართება ამ პროცესში, რომ ყველა ასპარეზი გამოვიყენოთ, სადაც „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტს შევუქმნით და დავასუსტებთ“, – განაცხადა ბუაძემ.
0
0