მსგავსი მასშტაბის ბოლშევიზმის გამოვლინება, ამ რადიკალური ჯგუფების მხრიდან არ მახსენდება. ასეთი ქმედებები რომ პასუხისმგებლობას უნდა დაექვემდებაროს, ამას ვინმე სადავოდ ხდის?!, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ასეთი მასშტაბის ბოლშევიზმი და ბოლშევიკური ქმედება, არავის გაუკეთებია. რა მასშტაბიც ამ ქმედებამ მიიღო, ეს არის ყოვლად აღუწერელი, აუხსნელი, თუმცა ჩვენთვის გასაგებია. ეს ხალხი, ვინც ამას აკეთებს, მათ დღეს არ დაუწყიათ მსგავსი ქმედებები, უბრალოდ ეს იყო სხვა მასშტაბის. იკადრეს და ტაძარში განახორციელეს მსგავსი რამ. რაც შეეხება მათ ნაბიჯებს, ეს ხალხი ებრძვის ეკლესიას, რელიგიას და ეს არ არის მხოლოდ ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა. რა მასშტაბიც ამან შეიძინა, სხვა სივრცეს არ ტოვებს, რომ არა შესაბამისი საკანონმდებლო რეაგირება. მსგავსი მასშტაბის ბოლშევიზმის გამოვლინება, ამ რადიკალური ჯგუფების მხრიდან არ მახსენდება. ასეთი ქმედებები რომ პასუხისმგებლობას უნდა დაექვემდებაროს, ამას ვინმე სადავოდ ხდის?!“ - აღნიშნა ოხანაშვილმა.
სასულიერო პირების ინფორმაციით, აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ფაქტზე არის დაწყებული. შემდგომი რეაგირებისთვის საქმის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება.
0
0
უმეტესად ღრუბლიანი - ამინდი ხვალ
24/07/2025