
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
“მქონდა პატივი კიდევ ერთხელ მიმემართა სიტყვით გაეროს გენერალური ასამბლეისთვის და წარმომედგინა საქართველო როგორც ძლიერი ერი, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ახორციელებს პროგრესს ამ ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში”, - აღნიშნავს პრემიერი.
ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მიმართავდა. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა როგორც საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკურ ვითარებაზე, ისე მიმართა აფხაზებსა და ოსებს, ისაუბრა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მნიშვნელობაზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე.
0
0
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა დანია გახდა
01/07/2025