-share.jpg)
აშშ-ს პრეზიდენტმა, „დემოკრატებიდან“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ის მოხუცია, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი ოპონენტი, ყოფილი პრეზიდენტი, „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპი მასზე მხოლოდ რამდენიმე წლით არის უმცროსი. ამერიკელმა ლიდერმა NBC News-თან ინტერვიუში თქვა, რომ პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.
„საარჩევნო რბოლაში ბრძოლას ვაგრძელებ. მე მოხუცი ვარ, მაგრამ მხოლოდ 3 წლით ვარ უფროსი დონალდ ტრამპზე“, - აღნიშნა ბაიდენმა.
ბაიდენმა განაცხადა, რომ მეტი გააკეთა, ვიდრე ნებისმიერმა პრეზიდენტმა 3,5 წლის განმავლობაში.
„მზად ვარ ხალხმა განმსაჯოს ამის გამო. ჩემთვის გასაგებია, როცა ხალხი ამბობს - „ღმერთო, ის 81 წლის არის. ეს ლოგიკური კითხვაა“, - დასძინა ბაიდენმა.
ინფორმაციისთვის, შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს არის დაგეგმილი. პირველი სატელევიზიო დებატები ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის ივნისის ბოლოს გაიმართა. The Wall Street Journal-ის თანახმად, სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური დებატებში წარუმატებელი აღმოჩნდა.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026