19/12/2024
21:06
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ულტიმატუმებზე, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე დაიწყოს, მაგრამ ბრძოლის ველზე არსებული ტერიტორიული რეალობის გათვალისწინებით და ე.წ. „სტამბოლის შეთანხმებების“ საფუძველზე.
„საერთოდ, მიკვირს მისი განცხადება, რომ რაღაცისთვის მზად არის. გამუდმებით ამბობს, რომ მე არალეგიტიმური ვარ... რაც შეეხება „სტამბოლის“ შეთანხმებებს, რომლებიც არასდროს არსებობდა... რუსეთის ფედერაციის მხრიდან იყო იყო ულტიმატუმი ჩვენი სახელმწიფოს ოკუპაციის პირველივე დღეს, 2022 წელს. და მათმა შიკრიკებმა სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა წყაროების გამოყენებით, გვაჩვენეს ამ ულტიმატუმის დეტალები“, - განაცხადა ზელენსკიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტში მონაწილეობის შემდეგ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ ეს „შიკრიკები“ უკრაინაში აღარ არიან და ისინი უკვე გაიქცნენ რუსეთში, ან მის ფარგლებს გარეთ.
„ყოველ შემთხვევაში, უკრაინა რუსეთის ფედერაციის ულტიმატუმს არ დათანხმდა. ისინი ცდილობდნენ, გადაედგათ შემდეგი ნაბიჯები, რათა ამ ულტიმატუმთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციები შეერბილებინათ. ეს იყო შეხვედრები, გახსოვთ, ორივე იყო ბელარუსში და თურქეთში და მათ ყველა ამ შეხვედრას უწოდეს „სტამბოლის შეთანხმებები“. უკრაინას არაფრისთვის მოუწერია ხელი, არანაირი შეთანხმება არ ყოფილა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ რუსეთის ულტიმატუმზე უკრაინას პასუხი ჰქონდა.
„ულტიმატუმი მოიცავდა, ისინი ყოველთვის ამაზე საუბრობენ, დემილიტარიზაციას, დენაციფიკაციას. დღეს პლანეტის მთავარი ნაცისტი, პუტინი, საუბრობს უკრაინელების დენაციფიკაციაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით პუტინს სურს, რომ უკრაინის არმია არ არსებობდეს.
„მან უბრალოდ შესთავაზა უკრაინას დანებება, კონფლიქტის გაყინვა, მიმართულების შეცვლა - არც ევროპა, არც ნატო, არამედ მიმართულება - რუსეთის ფედერაცია, რათა მათ ჩვენი სახელმწიფო მართონ, დამოუკიდებლობა წაგვართვან. ეს ადამიანი [პუტინი] ამბობს, რომ ეს არის ერთგვარი შეთანხმებები. უბრალოდ მოხუცი მეოცნებე. სინამდვილეში, ის სხვა სამყაროში ცხოვრობს, თავის აკვარიუმში“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც UNIAN-ი იტყობინება, 19 დეკემბერს რუსეთის დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობები დაასახელა. მან განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერს ხელს მხოლოდ უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან, რადგან პრეზიდენტი ზელენსკი, სავარაუდოდ, „არალეგიტიმურია“. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან დიალოგის საწარმოებლად „წინაპირობის გარეშე, მაგრამ სტამბოლის შეთანხმებებისა და ადგილზე არსებული რეალობის საფუძველზე“.
0
0