10/09/2024
21:44
პოლიტიკა
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მე-17 ნომერი, პარტიის ერთ-ერთი ახალი სახე - ლევან მახაშვილი იქნება. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, პოლიტიკურ საქმიანობაში, სხვადასხვა ფორმით, მრავალი წელია ჩართულია.
"მრავალი წელია, პოლიტიკაში ჩართული ვარ სხვადასხვა ფორმით, საჯარო სამსახურიდან, სხვადასხვა უწყებიდან, სხვადასხვა პოზიციიდან. ყოველთვის ჩართული ვიყავი პოლიტიკის მიღებაში. ასევე, აკადემიურ საქმიანობაშიც აქტიურად ვმონაწილეობდი. მოხარული ვარ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთავაზება მივიღე. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, ჩემი თავი, ამ ეტაპზე, წარმომიდგენია, როგორც საგარეო პოლიტიკის გუნდის წევრი, ასევე - განათლების მიმართულებით. დანარჩენს მოგვიანებით გაცნობებთ," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის სათავეში, პირველ ნომრად, ბიძინა ივანიშვილია. სიის ოცეულში არიან სპორტსმენებიც - მე-7 ნომრად ლაშა ტალახაძე; მე-10 ნომრად კი გენო პეტრიაშვილი.
არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება
0
0