26/11/2024
22:36
პოლიტიკა
როცა საქმე ეხება ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფოებისაგან აუცილებელ სტანდარტებს, საქართველოში დაფიქსირდა არაერთი გაყალბება, რომელიც ძირს უთხრის არჩევნების თავისუფლებას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აუსტრევიჩუსი მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც სათავეში ევროკავშირი ჩაუდგება.
„ველოდებით ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას საქართველოში არსებულ საკმაოდ მძიმე სიტუაციასთან დაკავშირებით. როცა საქმე ეხება ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფოებისაგან აუცილებელ სტანდარტებს, საქართველოში დაფიქსირდა არაერთი გაყალბება, რომელიც ძირს უთხრის არჩევნების თავისუფლებას. ჩვენ არაერთი ანგარიში მივიღეთ არჩევნებიდან და ყოველივე ამან მიგვიყვანა იმ აზრზე, რომ შევთანხმებულიყავით არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც არ არის გამჭვირვალე, არც თავისუფალი და სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ, რომ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება, რომელსაც სათავეში ევროკავშირი ჩაუდგება, თანაც რაც შეიძლება სწრაფად. რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს საქართველოში ექნება უზარმაზარი გავლენა ევროკავშირთან ურთიერთობებზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება საქართველოს სტატუსს კანდიდატ ქვეყანას”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა,
0
0