22/05/2023
14:58
პოლიტიკა
ნიდერლანდები, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა უერთდება იმ განცხადებებს, რომლებიც შეშფოთებას იწვევს ფრენების განახლებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა, მარია ქრისტინა ვან კოლდამმა განაცხადა.
ელჩის თქმით, ევროკავშირი ელოდება საქართველოსგან, რომ მიჰყვებოდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებსა და უსაფრთხოების საკითხებს.
„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ყველამ ვიცით, რომ არსებობს 12 პრიორიტეტი. შანსი კიდევ არის, პრიორიტეტები სრულად უნდა განხორციელდეს. დღევანდელ ღონისძიებაზე განვიხილავთ ასევე გენდერულ თანასწორობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას პროცესებში, რაც არის 12 პრიორიტეტის ნაწილი. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომ იმუშაონ ერთად, გაერთიანდნენ, რათა გადალახონ განსხვავებები, გადალახონ პოლარიზაცია, რომ შესრულდეს 12 პრიორიტეტი“, – განაცხადა ელჩმა კვლევის პრეზენტაციის „ქალი კოორდინატორების გამოწვევები არჩევნებში“ დასრულების შემდეგ.
0
0