21/12/2023
10:26
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, პოლონეთის კულტურის სამინისტროს მიერ საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„პოლიტიკური მიზანი არ შეიძლება, ამართლებდეს კონსტიტუციური პრინციპებისა და კანონის დარღვევას. სწორედ ამიტომ, კულტურის მინისტრის ქმედებების გამო საზოგადოებრივ მედიასთან დაკავშირებით მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრ ტუსკს და მინისტრთა საბჭოს, პატივი სცენ პოლონეთის იურიდიულ წესრიგს. მთელმა მინისტრთა საბჭომ კონსტიტუციის 151-ე მუხლის თანახმად დადო ფიცი, რომ დაიცავს პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციასა და სხვა კანონებს“, – წერს დუდა სოციალურ ქსელში.
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.
„ბატონო პრეზიდენტო, როგორც უკვე მოგახსენეთ, დღევანდელი ქმედებები მიმართულია – თქვენი განზრახვის შესაბამისად – საზოგადოებრივ ცხოვრებაში სამართლებრივი წესრიგისა და საერთო წესიერების აღდგენისკენ. თქვენ შეგიძლიათ, დაეყრდნოთ ჩვენს მონდომებას და მტკიცე თანმიმდევრულობას ამ საკითხში“, – წერს ტუსკი სოციალურ გვერდზე.
პოლონეთის კულტურის სამინისტრომ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს, PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ განაცხადა.
ამასთან, გაითიშა 24-საათიანი საინფორმაციო არხი TVP INFO, რომელსაც პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ ყოფილი მმართველი პარტიის მხარდამჭერ პროპაგანდაში ადანაშაულებდა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024