03/09/2022
17:07
პოლიტიკა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ულტიმატუმების ენით საუბრობს.
ქადაგიშვილმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ულტიმატუმების ენით ლაპარაკს სჯობს უფრო მეტად კონსტრუქციულები იყვნენ.
„რაც ოპოზიციამ ამ 12 რეკომენდაციის შესრულების დროს განახორციელა, არის დესტრუქციული პოზიცია. ფაქტობრივად, ულტიმატუმი იყო მათი მხრიდან, რომ არ მიიღებდნენ სამუშაო ჯგუფები მთელი ამ ზაფხულის განმავლობაში მუშაობაში მონაწილეობას. გამომდინარე აქედან, ჩვენ არანაირი დათმობა არ გვექნება არანაირ ულტიმატუმზე.
ჩვენ ამ საკანონმდებლო პროცესს, რომელიც დაწყებული გვაქვს, ბოლომდე მივიყვანთ. რა თქმა უნდა, ოპოზიციის იმ რადიკალურ ნაწილს ექნება შესაძლებლობა, რომ თავისი საკანონმდებლო წინადადებები დააყენონ, მაგრამ ყველა საკანონმდებლო წინადადება საბოლოო ჯამში უმრავლესობის მეშვეობით მიიღება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, რომ დესტრუქციას და ულტიმატუმების ენით ლაპარაკს ჯობია რომ უფრო კონსტრუქციულები იყვნენ“, - აცხადებს მმართველი პარტიის წევრი.
0
0