09/09/2023
18:45
პოლიტიკა
"ეს არის დესტრუქცია" - ასე პასუხობს ლევან ხაბეიშვილის გუნდი ახალციხელ ყოფილ თანაპარტიელებს, რომლებმაც “ნაცმოძრაობა” პროტესტის ნიშნად დატოვეს.
პარტიის ახალი მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ ხაბეიშვილს ბრძოლა უსაფუძლოდ გამოუცხადეს. ირაკლი ფავლენიშილი პარტიის სხვა წევრებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ პატიმარი ექსპრეზიდენტის მდგომარეობა და მისი მოწოდებები ერთიანობისკენ.
“არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც პერიოდულად, სხვადასხვა ინტენსივობით ტოვებს პარტიას და ემიჯნება პარტიას. ეს არის დესტრუქციული ქმედებები და ამ ადამიანებს მოვუწოდებ, მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრებს მოვუწოდებ, გაითვალისწინონ მიხეილ სააკაშვილის რჩევა, გაასწორონ სამიზნე და იბრძოლონ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ მათ ყველანაირ ლეგიტიმურ პროცესში ჩართვის საშუალება მივეცით, თუმცა ასეთი სურვილი აქვთ, რომ პერიოდულად გაემიჯნონ პარტიას და შექმნან ე.წ. ნიუსი. ამ დროს მე მათ მოვუწოდებდი, გაითვალისწინონ პუტინის პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის მოწოდება, გაასწორონ სამიზნე და იბძროლონ რუსული რეჟმის წინააღმდეგ”, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
როგორც ცნობილია, დღეს ახალციხის საკრებულოში “ნაცმოძრაობის” ფრაქცია გაუქმდა და პარტიის 6-ვე წევრმა პარტია დატოვა.
0
0