09/09/2023
13:50
პოლიტიკა
ახალციხის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია დაიშალა.
არსებული ინფორმაციით, ახალციხეში 6-მა ადამიანმა დატოვა როგორც ფრაქცია, ასევე პარტია.
ამის შესახებ მათ საგანგებო განცხადებაც გაავრცელეს.
პარტიის ყოფილი წევრების თქმით, ახალი თავმჯდომარე პარტიის წევრებს დევნიდა და მათ მიმართ რეპრესიებს ახორციელებდა, რადგან ისინი მხარს ნიკა მელიას უჭერდნენ.
როგორც ისინი ამბობენ, სწორედ ამიტომ, 7 თვის განმავლობაში პარტიულ ღონისძიებებზე აღარ ეპატიჟებოდნენ.
"ამ შვიდი თვის განმავლობაში, საერთოდ არავინ არ გაგვკარებია, არავინ არ შეგვხმიანებია. თავს ვგრძნობდით როგორც გარიყულად, როგორც ადგილობრივ დონეზე. ამის შემდეგ ადგილობრივ დონეზეც მოხდა თავმჯდომარის ცვლილებები და არავინ არ დაინტერესებულა ენმ-ს ფრაქციის საქმიანობით ახალციხეში. კულმინაცია იყო ყრილობა, სადაც მუნიციპალიტეტებიდან ჩვენი პარტიის წევრებს დაუძახეს და იქაც არავინ შეგვხმიანებია ჩვენ. დღეს ახალციხის საკრებულოში ფრაქცია ენმ აღარ არსებობს, იმიტომ, რომ არცერთი წევრი აღარ დარჩენილა იქ," - ამბობს დავით ახალკაცი, ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ახალციხის საკრებულოში.
ცნობისთვის, ახალციხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ნაციონალურ მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში განმარტებები ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
ფრაქციის ყოფილი წევრები კი ახალციხს საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ.
0
0