10/08/2022
20:24
პოლიტიკა
ცენტრი „ემპათია“ საგამოძიებო უწყებიდან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან - გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის და ასევე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში 27 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის ვიდეომასალას ითხოვს.
ცენტრის ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, გარდა აღნიშნულისა, ისინი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან წვდომასაც ითხოვენ.
როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, მათი შეფასებით, ექსპერტიზები არ არის ჩატარებული საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.
„ჩვენ გვაქვს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები და შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვეთ საგამოძიებო უწყებიდან მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან - გლდანის მე-18 დაწესებულებაში გაყვანის ვიდეომასალა, რათა სრულად შევისწავლოთ და ასევე, შევისწავლოთ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ძალადობრივი ინციდენტი, განხორციელებული 27 დეკემბერს. გარდა ამისა, ვითხოვთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებთან წვდომას. ეს ექსპერტიზები არ არის ჩატარებული საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და გვაინტერესებს რა არის ჩატარებული და რა შედეგები არის ამ ექსპერტიზაში ასახული“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
0
0