29/08/2022
13:21
პოლიტიკა
მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ჩვენ უფრო მკაცრად, მკაფიოდაც გვითქვამს, მაგრამ ვინაიდან კანონპროექტზე ვენეციის კომისია საუბრობს, ახლა გახდა სალაპარაკო თემა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ელემენტარული ჭეშმარიტებების დასანახად მაინცდამაინც ვენეციის კომისიამ უნდა ისაუბროს.
„ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ელემენტარული ჭეშმარიტებების დასანახად მაინცდამაინც ვენეციის კომისიამ უნდა გვითხრას. იცით, ჩვენ ამ კანონპროექტზე რამდენი გვაქვს ნალაპარაკები უფრო მკაცრადაც, უფრო მკაფიოდაც, მაგრამ ვინაიდან ამ კანონპროექტზე ვენეციის კომისია ლაპარაკობს, ახლა გახდა სალაპარაკო თემა. გვიხარია, რომ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების პოზიციები ემთხვევა ხოლმე. „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ სამყაროში მაღალკვალიფიციური ექსპერტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია და ამიტომ არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ვენეციის კომისიამ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა.
0
0