
მოსკოვში რადიოსა და ტელევიზიის ეთერებში საჰაერო თავდასხმის განგაშის ხმა ისმოდა. მოგვიანებით, საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ამის მიზეზი ტელევიზიებისა და რადიოების სერვერების გატეხვა გახდა.
„მოსკოვში, რადიოსადგურების და ტელეარხების სერვერების გატეხვის შემდეგ, ეთერში გაისმა ცრუ ინფორმაცია საჰაერო თავდასხმის შესახებ“ - იუწყება TASS რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით.
„ახლავე ყველა თავშესაფრებში!" - ტელევიზორის ეკრანებზე სწორედ ამ შინაარსის შეტყობინება გამოჩნდა.
მოსკოვის მაყურებლებს გადაცემები შეუწყდა დაბომბვის შესახებ გადაღებული რგოლით, რასაც ტან ახლდა რეკომენდაცია თავშესაფრებში გადასვლისა და აირსაწინააღმდეგო ნიღბების გამოყენების შესახებ.
მსგავსი შემთხვევები რუსეთის რეგიონებში თებერვლის ბოლოსაც დაფიქსირდა.
0
0