მოსკოვში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუსი პოეტი და ესეისტი, ლევ რუბინშტეინი - ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.
ის საავადმყოფოში 8 იანვრის ავარიის შემდეგ მოათავსეს. პოეტს სხეულზე მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. ის კომატოზურ მდგომარეობაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა.
მანქანის მძღოლის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
რუბინშტეინი 1970-იანი წლებიდან რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოეტი იყო. მას მიაწერენ პოეზიის საკუთარი ფორმის შექმნას, სიტყვიერების, ვიზუალური ხელოვნების და პერფორმანსის შერწყმით. მისი ტექსტები 1970-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა საბჭოთა "სამიზდატში" და საზღვარგარეთ.
რუბინშტეინი ასევე იყო აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწე. ის გამოდიოდა ჩეჩნეთის ომის წინააღმდეგ, მხარს უჭერდა ჯგუფს Pussy Riot. 2022 წელს რუბინშტეინმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელშიც დაგმობილი იყო რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა.
0
0