17/05/2023
12:59
მსოფლიო
მოსკოვში, მიუსკის მოედანზე კრემლის პროპაგანდისტ დარია დუგინას ძეგლის დადგმას აპირებენ.
გარდა ამისა, რუსეთის სამოქალაქო პალატის საინფორმაციო საზოგადოების, მედიისა და მასობრივი კომუნიკაციების განვითარების კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე მალკევიჩი ოკუპირებულ მელიტოპოლში ერთ-ერთი ქუჩისთვის დარია დუგინას სახელის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა.
ცნობისთვის, 2022 წლის 20 აგვისტოს მოსკოვის ოლქში რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, რომელშიც მისი შვილი დარია დუგინა იმყოფებოდა. დუგინა ადგილზე გარდაიცვალა. რუსულმა მხარემ მომხდარს ტერაქტი უწოდა და მასში უკრაინა დაადანაშაულა.
29 წლის დარია, ისევე როგორც მამამისი, ჟურნალისტიკით იყო დაკავებული. იგი მართავდა „ტელეგრამის“ არხს, რომელიც ევროპული პოლიტიკის დისკრედიტაციას ეძღვნებოდა. გარდა ამისა, ორივე მათგანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს მხარს უჭერდა.
0
0