29/11/2023
15:22
მსოფლიო
მოსკოვში რუსეთის საგამოძიებო სამმართველოს განცხადებით, დააკავეს კაცი, რომელიც რკინიგზის სადგურზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდა.
„საქმე აღიძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205 (მზადება ტერორისტული აქტისთვის) და 223.1-ე მუხლებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო ამოქმედების მცდელობა)“, - წერს TASS საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით.
როგორც საგამოძიებო სამმართველოში აღნიშნავენ, დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
„სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამომძიებლები აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ყველა გარემოების და დანაშაულის სხვა მონაწილეების დადგენას“, - აცხადებენ საგამოძიებო კომიტეტში.
როგორც TASS წერს გამოძიების მასალებზე დაყრდნობით წერს, 1983 წელს დაბადებულმა კაცმა დაუდგენელი პირებისგან ჯილდოს ანაზღაურების სანაცვლოდ, ტერორისტული აქტის ჩადენის დავალება მიიღო.
„მოსკოვში წინასწარ მითითებული ადგილიდან მან აიღო ნივთიერება, რომელიც განკუთვნილი იყო თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობისა და დეტონატორის დასამზადებლად. თუმცა, მან თავისი დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოპერატიულმა ოფიცრებმა მოსკოვში დააკავეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0