20/12/2024
15:01
მსოფლიო
,,დონალდ ტრამპი უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ მოსკოვი გამუდმებით ზეწოლას განახორციელებს ვაშინგტონზე რუსეთისთვის დიპლომატიური ობიექტების დაბრუნების საკითხში,“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
,,ეს საკითხი ვერ დაიხურება, თუ მოსკოვი ყველა უკანონოდ ჩამორთმეულ დიპლომატიურ ობიექტს არ დაიბრუნებს. ჩვენ ვიმუშავეთ ამაზე და მომავალშიც დავრჩებით ამ საკითხზე ორიენტირებულები, ამიტომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მზად უნდა იყოს, რომ ამ კუთხით მათ გამუდმებით ,,შევაწუხებთ“. არ მინდა ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ ზუსტად ასე მოხდება,“ - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.
აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საპასუხოდ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ვაშინგტონმა ნიუ-იორკსა და მერილენდში ორი რუსული შენობა დახურა, რომლებიც დიპლომატებისა და მათი ოჯახების დასასვენებლად გამოიყენებოდა, ასევე სან-ფრანცისკოსა და სიეტლში - რუსეთის საკონსულოები.
0
0