01/08/2024
16:35
მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის თბილისთან დიალოგისთვის „მინიმუმ საპარლამენტო დონეზე“.
ის აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი რუსი ხალხის მიმართ მეგობრულია და თუ „საქართველოს მხრიდან დიალოგის სურვილი იქნება“, კრემლი მზადაა ამისთვის დიპლომატიური ურთიერთობების ნაკლებობის მიუხედავად.
„ჯერჯერობით კონტაქტები არ არის - გასაგებია, ჩვენი ბრალი არ არის... საქართველოში რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, ბევრი რამ გადაიხედება. ოქტომბერში საქართველოში არჩევნები იქნება და, რა თქმა უნდა, ეს განსაზღვრავს განვითარების ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ კურსს“, - განაცხადა მატვიენკომ გაზაფხულის პარლამენტის სესიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი მეგობრულია.
„ჩვენ გვქონდა პატივისცემა ქართველი ხალხის მიმართ და ასე რჩება... ქართველი ხალხი ჩვენთან ახლოსაა, ჩვენთან მეგობრულია. ვნახოთ, როგორ დასრულდება საარჩევნო კამპანია“, - აცხადებს ვალენტინა მატვიენკო.
0
0