
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სრულიად მიუღებელი უწოდა სომხეთის გადაწყვეტილებას, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ რომის სტატუტს მიუერთდეს. ამის შესახებ სააგენტო „ტასზე“ დაყრდნობით news.am იუწყება.
მოსკოვის განცხადებით, ერევნის ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მიუღებელია ჰააგის სასამართლოს მიერ რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავების შესახებ გაცემული ორდერის ფონზე.
„ოფიციალური ერევნის გეგმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუსთან მიერთების შესახებ არის აბსოლუტურად მიუღებელი ჰააგის სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული უკანონო და იურიდიულად ნულოვანი ფასის მქონე ორდერების გაცემის ფონზე“ - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„ტასის“ წყაროს ცნობით, რუსეთმა გააფრთხილა სომხეთი ამ გადაწყვეტილების ნეგატიური შედეგების თაობაზე.
0
0