04/12/2023
23:14
მსოფლიო
მოსკოვი მზადაა, ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ ქვეყანასთან, რათა მოძებნოს გადაწყვეტილებები ეფექტური სისტემის ფორმირებისთვის ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„რუსეთი გამოვიდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციადან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ დეკლარაციაში დადგენილ პრინციპებზე. პირიქით, ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ ქვეყანასთან და პარტნიორთან, რათა ვიპოვოთ გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად ეფექტური, სამართლიანი, თანაბარი სისტემის ჩამოყალიბებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები კონტროლდება დასავლეთის მიერ და ისინი ავლენენ პოლიტიკურ მიკერძოებას.
„ადამიანის უფლებების უზრუნველყოფისა და ხელშეწყობის საერთაშორისო სისტემის დეგრადაციის პროცესი გრძელდება. მისი ინსტიტუტები, რომლებსაც რეალურად აკონტროლებს დასავლეთი, გამოხატავენ პოლიტიკურ მიკერძოებასა და თვალთმაქცობას. ასე რომ, რვა წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით მათ უმწეობას და პირდაპირ უგულებელყოფას დონბასის მაცხოვრებლების წინააღმდეგ უხეში დარღვევებისთვის. ეს სტრუქტურები არა მხოლოდ „არ ამჩნევენ“, არამედ ხელს უწყობენ რუსოფობიის გამოვლინებებსაც კი“, – აღნიშნა პუტინმა.
0
0