მოსკოვი კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველომ ღორის აფრიკული ჭირის შტამი შექმნა
A-
+A

ღორის აფრიკული ჭირი, რომელიც 2007 წლიდან აქტიურად ვრცელდება, საქართველოს ლაბორატორიაში შეიქმნა, - განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვმა.
აღსანიშნავია, რომ რუსი ჩინოსნები და მედია პერიოდულად აცხადებენ, რომ თითქოს თბილისში მომაკვდინებელ ვირუსებზე ექსპერიმენტები ტარდება.
"მიგვაჩნია, რომ 2007 წელს მაღალი გადადების ალბათობის მქონე ღორის აფრიკული ჭირის შტამი პენტაგონის დაქვემდებარებულ ქართულ ბიოლოგიურ ლაბორატორიაში დამზადდა. მისმა გავრცელებამ რიგ სახელმწიფოებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა, მათ შორის უკრაინასა და პოლონეთს, და ისინი ღორის ხორცის ექსპორტიორი ქვეყნების სიიდან გარიცხა “, - განაცხადა რუსმა სამხედრომ ბრიფინგზე.
ინტერფაქსის ცნობით, 2013 წელს რუსეთის ფედერაციის ყოფილმა მთავარმა სახელმწიფო სანიტარიულმა ექიმმა, გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ ღორის აფრიკული ჭირი, რომელმაც რუსეთის რეგიონებში პირუტყვის დაცემა გამოიწვია, იქ საქართველოდან შეაღწია.
0
0
951
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%