04/05/2023
14:31
მსოფლიო
ინფორმაციას, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრემლის რეზიდენციაზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმაში უკრაინისა და შეერთებული შტატების მონაწილეობის შესახებ, რუსეთის სპეცსამსახური იღებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონმა გააცნობიეროს, რამდენად საშიშია კონფლიქტში ასეთი პირდაპირი მონაწილეობა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს არის ის მონაცემები, რაც ჩვენ გვაქვს. მონაცემები, რომელსაც ჩვენი სპეცსამსახური იღებს" - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს კითხვაზე, თუ რა საფუძველი არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ უკრაინა და შეერთებული შტატები იდგნენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრემლის რეზიდენციაზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის უკან.
მან ასევე უპასუხა კითხვას, მიმდინარეობს თუ არა ამ მონაცემების გამჟღავნება: „არა. თქვენ გესმით, რომ რეალურად ამ მონაცემების მხოლოდ მცირე ნაწილის გამჟღავნება ხდება“.
სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა ასევე დასძინა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვაშინგტონმა გაიგოს, რომ რუსეთმა იცის ტერაქტში აშშ-ს მონაწილეობის შესახებ.
„და ესმოდეთ, რამდენად საშიშია კონფლიქტში ასეთი პირდაპირი მონაწილეობა“, - აღნიშნა პესკოვმა
0
0